ათენის ცენტრში აფეთქება მოხდა

საბერძნეთში, ათენის ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ინციდენტი კოლონაკის რაიონში, წმინდა დიონისეს ეკლესიასთან მოხდა.
დაშავებულია პოლიციელი, რომელიც ასაფეთქებელთან მიახლოებას ცდილობდა. ხელების და თავის დაზიანებებით ის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
​გამოცემა Newsit-ის ინფორმაციით, აფეთქება დღეს დილით 7:10 საათზე მოხდა და გარდა პოლიციელისა დაშავებულია ეკლესიის დარაჯი. მან საეჭვო ნივთი დაინახა და პოლიცია გამოიძახა. როგორც კი პოლიციელი ასაფეთქებელს მიუახლოვდა, ბომბი აფეთქდა.
შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრულია. თვითმხილველების თქმით აფეთქების გამო დაპარკინგებული მოტოციკლეტები მიწაში ჩაეფლო და სანაგვე ურნები მიმოიფანტა.
ბომბი ეკლესიის შესასვლელთან მეტალის ყუთში იყო მოთავსებული. სატელეფონო გაფრთხილება ბომბის არსებობის შესახებ არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები