„ბალნეოკურორტმა წყალტუბომ“ საქართველოს წითელი ჯვრის მარტოხელა ხანდაზმულ ბენეფიციარებს წინა საახალწლო სიურპრიზი მოუწყო
„ბალნეოკურორტმა წყალტუბომ“ საქართველოს წითელი ჯვრის მარტოხელა ხანდაზმულ ბენეფიციარებს წინა საახალწლო სიურპრიზი მოუწყო. კამპანია #აჩუქესითბოს ფარგლებში „ბალნეოკურორტმა წყალტუბომ“ საქართველოს წითელი ჯვრის ბენეფიციარ მარტოხელა მოხუცებს წყალტუბოში უმასპინძლა, მათ სხვადასხვა სამკურნალო გამაჯანსაღებელი პროცედურები ბალნეოკურორტის მთავარი ექიმის კონსულტაციითა და მეთვალყურეობით ჩაუტარდათ.
კამპანიის მიზანია, ხანდაზმულებს გაუხალისონ ყოველდღიურობა და აგრძნობინონ, რომ ისინი ძვირფასები და მნიშვნელოვნები არიან.
„ვფიქრობთ, რომ ყოველი ჩვენგანის პასუხისმგებლობაა მეტი ყურადღება და სითბო გამოვიჩინოთ ჩვენი მოხუცების მიმართ, სწორედ ამიტომ გვინდა კამპანიაში #აჩუქესითბო გამოვიწვიოთ, როგორც ბიზნესსექტორი, ისე თითოეული მოქალაქე და მოვუწოდოთ მათ, რომ არამხოლოდ ახალ წელს და დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მეტი დრო დავუთმოთ ხანდაზმულ ადამიანებს”,- აცხადებს TS ჰოლდინგის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ბიბილაშვილი.
ცნობისათვის, „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ არის უნიკალური ადგილი ისტორიითა და ადგილმდებარეობით. იგი გამოირჩევა რადონული მინერალური წყლებით, ჯანმრთელობაზე ზრუნვის 100-წლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით. კომპლექსში წარმოდგენილია მრავალფეროვანი სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო პროცედურები.
“ბალნეოკურორტი წყალტუბო” – შეუთავსე სასარგებლო სასიამოვნოს სოციალურ კამპანიაში. თანამშრომლობისთვის გვინდა მადლობა გადავუხადოთ წყალტუბოს ტურიზმის ცენტრს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტს, “ომნიბუსს” ტრანსპორტირების უზრუნველყოფისათვისა და დანკინ საქართველოს”,-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.