როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში- უახლოესი დღეების პროგნოზი
საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.
ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
„უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ხვალ, 25 დეკემბერს, ქვეყანაში შედარებით გამოიდარებს, რაც შეეხება 26-დან 29-ის ჩათვლით მონაკვეთს: დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი. მთაში თოვლის სახით“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.