შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა საფრანგეთის მეკავშირე ოფიცერსა და საკონსულო ატაშეს უმასპინძლა

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა საფრანგეთის მეკავშირე ოფიცერსა და საკონსულო ატაშეს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

როგორც „კვირას“ უწყებიდან აცნობეს, მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს დეპარტამენტის სტრუქტურა და ფუნქციები, ასევე, უკანონო მიგრაციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები გააცნეს.

საფრანგეთის მეკავშირე ოფიცერმა და საკონსულო ატაშემ  საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული რეადმისიის ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესი დადებითად შეაფასეს.

სტუმრებმა შეხვედრაზე ინფორმაცია მიიღეს კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი პირების დროებითი განთავსების ცენტრში არსებული პირობებისა და იქ დანერგილი უსაფრთხოების სტანდარტების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები