თავდაცვის სამინისტროსა და „ბალნეოკურორტ წყალტუბოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და „ბალნეოკურორტ წყალტუბოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაალ კაპანაძემ და ბალნეოლოგიური კურორტის დირექტორმა, ზაზა ძნელაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის უწყების თანამშრომლებს, სამხედრო მოსამსახურეებს, სამოქალაქო პირებს, მათი ოჯახის წევრებს „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ სხვადასხვა სახის მომსახურებას შეღავათიან ფასში სთავაზობს.
ისინი სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებისას, 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ რადონული მინერალური წყლებით გამოირჩევა.
კომპლექსში წარმოდგენილია მრავალფეროვანი სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო პროცედურები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები