გია ხუხაშვილი დავით ოქიტაშვილზე: ამას 1937-ში რომ ეცხოვრა, მსხვერპლი ბევრად მეტი იქნებოდა

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის განცხადებას, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრი უნდა გათავისუფლდეს ვაშაძე – ანანიაშვილისგან, ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში მოკლე შეფასებით ეხმაურება.
“ამას 1937-ში რომ ეცხოვრა, მსხვერპლი ბევრად მეტი იქნებოდა”, – წერს ხუხაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელს ნინო ანანიაშვილს ნეპოტიზმში ადანაშაულებს. ამის შესახებ ოქიტაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ნინო ანანიაშვილის გადადგომის მოთხოვნით ორშაბათიდან პერმანენტული აქციები დაიწყება. ოქიტაშვილის თქმით, ბევრი ნიჭიერი და ცნობილი ხელოვანისთვის ოპერის კარი დაკეტილია.
“ოპერაში ძალიან კრიზისული სიტუაციაა. საბალეტო დასს ხელმძღვანელობს ადამიანის მეუღლე, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დაამხოს ხელისუფლება, მთავრობას ეძახის კრიმინალებს, ბიძინა ივანიშვილს ეძახის ნარკობარიგას. მივმართავ ნინო ანანიაშვილს, ან გაემიჯნოს თავის მეუღლეს, თქვას რომ არ ეთნხმება მის განცხადებებს, ან გადადგეს.
ოპერა ხელში აქვთ ჩაგდებული ვაშაძეებს და ანანიაშვილებს. იქ არ აქვთ უფლება შევიდნენ ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან ირმა ნიორაძე, ნიკა ცისკარიძე და ა.შ. მეოთხე-მეხუთე სართული დაკავებული აქვთ ბალეტისთვის, გუნდი, რომელიც ოპერისაა, ჩაუშვა 0 სართულზე, სარდაფში. როცა მათ ხმა ამოიღეს, უთხრეს, წყნარად იყავით, თორემ ქუჩაში გაგყრით ყველასო”, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები