პრემიერი: 2019-2020 წლებში საქართველოს საბიუჯეტო რესურსი დაახლოებით 27 მილიარდი ლარი იქნება

„2019-2020 წლებში საქართველოს საბიუჯეტო რესურსი დაახლოებით 27 მილიარდი ლარი იქნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის 2018 წლის წლიური საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს არ იქნება საკმარისი ყველა პრობლემის დასაძლევად, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი რესურსი იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქოთ პრობლემები, დავეხმაროთ ჩვენს ეკონომიკაში ახალი შესაძლებლობების შექმნას, უფრო სწრაფი ტემპებით განვავითაროთ ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, უფრო აქტიურები და წარმატებულები ვიყოთ ჩვენს რეფორმებში. ამისთვის გვჭირდება ძალიან ეფექტური მმართველობითი სისტემა. ჩვენ გავაგრძელებთ საჯარო სექტორის რეფორმას და მმართველობითი სისტემის მოდერნიზაციას. ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ ისეთი მმართველობითი სისტემა, რომელიც უმოკლეს ვადებში გადაჭრის ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებულ პრობლემებს. ეს რესურსი არსებობს და ის უნდა მოხმარდეს პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას. ჩვენ დროულად უნდა მივიტანოთ ეს სიკეთე ჩვენს მოქალაქეებამდე და ამავე დროს, უნდა გვქონდეს განსაკუთრებული კომუნიკაცია და უკუკავშირი ჩვენს მოსახლეობასთან. ეს არის ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები