სოსო რობაქიძე შვილის კადრებზე: დირექტორზე რომ იძახიან მოკლესო, ისინი არ კლავდნენ დედაჩემს?! (ვიდეო)

“რუსთავი 2”-მა აჩვენა კადრები ჩემს შვილს სული როგორ ამოსდის და ხროტინებს,-ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ გადაცემა “რეაქციაში” მისი შვილის, ბუტა რობაქიძის საქმეზე გამოცხადებულ გამამატყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
საქმეზე საუბრისას რობაქიძემ, ადნიშნა, რომ კადრების ყურებისას მის დედას, რომელსაც 6 სტენდი უდგას, სასწრაფო სამედიცინო დახმარება 3-ჯერ გამოუძახეს, რაც მისთვის სიკვდილის ტოლფასი იყო.
“დირექტორზე რომ იძახიან მოკლესო, დედაჩემს არ კლავდნენ ეგენი?! 6 სტენდი აქვს და სასწრაფო 3-ჯერ გამოუძახეს. ყველა ჭრილობა გამეხსნა თავიდან ბოლომდე,-განაცხადა სოსო რობაქიძემ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი იქ კერძაია რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას ოპოზიცია არჩევნების პერიოდში ხელისუფლების მხრიდან მუდმივ ზეწოლასა და შანტაჟს უკავშირებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები