ია მეტრეველი: გვიან მაგრამ მაინც დადგა ეს მნიშვნელოვანი დღე, არა მარტო ჩემი ოჯახისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის

გვიან მაგრამ მაინც დადგა ეს ძალზედ მნიშვნელოვანი დღე, არა მარტო ჩემი ოჯახისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის,-ასე ეხმაურება ია მეტრეველი მისი შვილის, ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს გამოცხადებულ გამამატყუნებელ განაჩენს.
როგორც სოციალურ ქსელში მეტრეველი წერს, დღეიდან უნდა დაიწყოს ყველა გახმაურებული თუ გაუხმაურებელი საქმეების გამოძიება.
“დღეს აღსრულდა სამართალი 14 წლის შემდეგ. გვიან მაგრამ მაინც დადგა ეს ძალზედ მნიშვნელოვანი დღე, არა მარტო ჩემი ოჯახისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან იმედი მაქვს, დღეიდან დაიწყება სამართლიანობის დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში. რისთვისაც ვიბრძოდით ყველა ერთად ამდენი წლები.
დღეიდან უნდა დაიწყოს ყველა გახმაურებული თუ გაუხმაურებელი საქმეების გამოძიება და დასრულება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოსამართლე დავით მგელიაშვილს, ახალგაზრდა პროკურორების გუნდს, დიდი მადლობა საინფორმაციო საშუალებებს, ჟურნალისტებს, დიდი მადლობა საზოგადოებას, დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს და ყველას ვინც ჩემს გვერდით იდგა მთელი სასამართლო პროცესების განმავლობაში, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკიოდა ჩემს ტრაგედიაზე.
მინდა დაგლოცოთ და ბედნიერი დამდეგი ახალი წელი გისურვოთ. უფალი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას. აღარასოდეს განმეორებულიყოს ისეთი ტრაგედიები როგორიც ჩემს ბუტას დამართეს,-წერს ია მეტრეველი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბუტა რობაქიძის საქმეზე მოსამართლემ ყველა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
ზაზა ბაქრაძეს სასჯელის სახით პირობითი მსჯავრი 4 წლის და 6 თვის წლის ვადით განესაზღვრა, ასევე ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
გურამ დონაძეს 5 წლით და 3 თვით ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, და მას 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
დავით იაშვილს 5 წლით 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვით აეკრძალა.
ზურა მიქაძეს 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამიესაჯა და თანამდებობას 2 წლით და 3 თვით ვერ დაიკავებს.
ირაკლი ფირცხალავას 5 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა, და 2.3 წლით თანამდებობას ვერ დაიკავებს.
გურამ დონაძე, დავით იაშვილი და ზურაბ მიქაძე დარბაზშივე დააკავეს სასამართლოს მანდატურებმა.
განაჩენის გამოცხადებას სასამართლოში დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები