გიორგი ვაშაძე: მართვის ცენტრი გადაგვაქვს გურჯაანში, სადაც გაიმართება კირკიტაძის სასამართლო პროცესი

„ხვალ მართვის ცენტრი გადაგვაქვს გურჯაანში, სადაც გაიმართება კირკიტაძის სასამართლო პროცესი“, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხვალ აქციის მონაწილეების მოთხოვნა იქნება დავით კირკიტაძის გათავისუფლება.
„ხვალ მართვის ცენტრი გადაგვაქვს გურჯაანში, სადაც გაიმართება კირკიტაძის სასამართლო პროცესი. ყველანი ვიქნებით იქ, ჩვენ ყველა მხარდამჭერს შეუძლია, შემოგვიერთდეს გურჯაანის სასამართლოსთან, სადაც ჩვენს პოზიციებს გამოვხატავთ. იმის გამო, რომ არ ვიცით კონკრეტულად როდის იქნება პროცესი, ხვალ დილიდან შევიკრიბებით გურჯაანის სასამართლოსთან და ვიქნებით, ვიდრე პროცესი არ ჩატარდება. ვითხოვთ მარტივ რამეს, დავით კირკიტაძე უნდა გათავისუფლდეს, რადგან ის არის აბსოლუტურად უკანონო პატიმარი და პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა მაღალჩინოსანი, რომელიც კანონს არღვევდა ველისციხეში”, – განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ გურჯაანის რაიონული სასამართლო ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის დავით კირკიტაძის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები