ქალი, რომელიც თვითმკვლელობის მიზნით მტკვარში გადახტა, 500 ლარით არ დაუჯარიმებიათ

თბილისში, მეტეხის ხიდთან ქალმა თვითმკვლელობა სცადა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ფაქტზე მაშველებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს და ქალი მტკვრიდან სამაშველო ნავის დახმარებით ამოიყვანეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოსდა ქალბატონი თვითმკვლელობის უშედეგო მცდელობისთვის 500 ლარით დაჯარიმდა. თუმცა, როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ქალბატონი ადმინისტრაციული წესით არ დაუჯარიმებიათ.
​შეგახსენებთ, 17 დეკემბერს თბილისში, მეტეხის ხიდთან ანა ჭალიძემ თვითმკვლელობა სცადა. მან “ფეისბუქზე” პირდაპირი ეთერი ჩართო, რომელშიც იგი მის მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ ლაპარაკობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები