ნიკა გვარამია: პაატა ბურჭულაძე კი არა, ჩემი შვილი არ მინდა პუტინის წინ “პაკლონის” მერე

იმ შენობაში, სადაც პუტინი იმყოფება, არათუ მღერა, სუნთქვაც სამარცხვინოა – ასე ეხმაურება ტელეკომპანია “რუსთავი 2” – ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სანკტ-პეტერბურგში პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით გამართულ გალა-კონცერტს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა.
“კაცობრიობას პუტინზე დიდი მტერი არ ყავს. იმ შენობაში, სადაც ის იმყოფება, არათუ მღერა, სუნთქვაც სამარცხვინოა, მით უფრო, ქართველისთვის. პაატა ბურჭულაძე კი არა, ჩემი შვილი სანდრო გვარამია არ მინდა პუტინის წინ “პაკლონის” მერე”, – წერს ნიკა გვარამია.
ცნობისათვის, რუსეთში დირიჟორ, იური ტემირკანოვის იუბილის აღსანიშნავად, სანკტ-პეტერბურგში გალა-კონცერტი გაიმართა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.
გალა-კონცერტზე, ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძეც წარსდგა, რომელმაც “დაისი” და ღვინოვ კახურო” შეასრულა.
დირიჟორს 10 დეკემბერს 80 წელი შეუსრულდა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 14 აპრილს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, “ერისიონმა” რუსეთში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე მიმდინარეობდა. მაშინ, აღნიშნული კონცერტის გამო, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანსამბლ „ერისიონის“ გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები