გიორგი ტყემალაძე: კარგი იქნება, ოპოზიცია განხილვებში მონაწილეობდეს და ამის მიხედვით იღებდეს გადაწყვეტილებებს

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, კარგი იქნება, თუ ოპოზიცია მონაწილეობას ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში მიიღებს და ამის შემდეგ გააკეთებს განცხადებებს.
„მე ცოტა მიკვირს, თუ რას გულისხმობდა ოპოზიციის წარმომადგენელი, როდესაც განაცხადა, რომ ბიუჯეტის სოციალური მიმართულებები შემცირებულია. კარგი იქნება, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა მიიღონ. ჩვენ გადაწყვეტილებებს სწორედ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებთ”,- აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს გამოეხმაურა, რომელიც თბილისის სხვადასხვა რაიონებში მოსახლეობისთვის ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემას ეხება.
„ეს საკითხი დიდი ხანია ამ ადამინების მთავარი საზრუნავი იყო. მივულოცოთ მათ, რომ კერძო საკუთრებაში გადაეცემათ ფართები, რომელშიც ათეული წლებია ცხოვრობენ. ჩვენ ვასრულებთ წინასაარჩევნო დაპირებებს”,- დასძინა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები