იზორია ჯარისკაცის ცემაზე: ყველა გარემოება მართლმსაჯულების ფარგლებში დადგინდება

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ჯარისკაცის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე სამხედრო პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
როგორც ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, გამოძიება მიმდინარეობს და თუ დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა, ვინც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე პასუხს აგებს, თუმცა არსებობს მეორე მხარის პოზიციაც.
„მეორე მხარის პოზიცია აბსოლუტურად საწინააღმდეგოა. ამიტომ ყველა გარემოება მართლმსაჯულების ფარგლებში დადგინდება. ინფორმაცია პირველ რიგში მნიშვნელოვანი საგამოძიებო ორგანოებისთვის უნდა იყოს და არა პოლიტიკური ფიგურისთვის. გამოძიების მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის პრინციპიდან გამომდინარე, ჩემი ჩარევა ამ შემთხვევაში კანონდარღვევაც არის. გამოძიების პროცესს უნდა დაველოდოთ. შემდეგ შემეძლება საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო“,-განაცხადა ლევან იზორიამ.
დავით ბერიშვილი, რომელიც დაწყებითი საბრძოლო მომზადების კურსს „ალგეთის“ ბაზაზე გადიოდა, პოლკოვნიკს ცემაში ადანაშაულებს.
სამხედრო ამბობს, რომ შელაპარაკება მასსა და მეორე სამხედროს შორის შენიშვნის მიცემის შემდეგ დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მეთაური ფიზიკურ დაპირისპირებას გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები