უკრაინაში მამაკაცს ტაქსიში ყუმბარმტყორცნი დარჩა

უკრაინაში, ქალაქ ნიკოპოლ დნეპროპეტროვსკში ტაქსის მძღოლმა ავტომობილის უკანა სავარძელზე მგზავრის მიერ დატოვებული ყუმბარმტყორცნი იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ნაციონალური პოლიცია ავრცელებს.
“დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა ყუმბარმტყორცნი “რპგ-22”,- აცხადებენ უწყებაში.
სამართალდამცავებმა ტაქსის მგზავრის ვინაობა, რომელმაც იარაღი ავტომობილში დატოვა, უკვე დაადინეს. ის 50 წლის ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა, რომელიც აქამდეც იყო ნასამართლევი.
ამოღებული იარაღი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები