ამირან სალუქვაძე პაატა ბურჭულაძეზე: პუტინის მისამართით გაკეთებული რევერანსი “ტეხავს” (ვიდეო)

0

“პუტინის მისამართით გაკეთებული რევერანსი “ტეხავს”, თორემ კულტურულ-ეკონომიკური კავშირების ან დიალოგის წინააღმდეგი არ ვარ, – ამის შესახებ ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძე პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით წერს.
როგორც სალუქვაძე აღნიშნავს, თუ კულტურულ კავშირებში ხარ სახელმწიფოსთან, რომელსაც შენი მიწა-წყალი აქვს ოკუპირებული, პოლიტიკაში აღარ უნდა იყო და პირიქით.
“პუტინის მისამართით გაკეთებული რევერანსი “ტეხავს”, თორემ კულტურულ-ეკონომიკური კავშირების ან დიალოგის წინააღმდეგი არ ვარ. ოღონდ, თუ კულტურულ კავშირებში ხარ სახელმწიფოსთან, რომელსაც შენი მიწა-წყალი აქვს ოკუპირებული, პოლიტიკაში აღარ უნდა იყო და პირიქით. რადგან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რევერანსს, მომღერალთან ერთად, პოლიტიკოსიც აკეთებს. თუმცა, “პაკლონი” (მხოლოდ) პუტინის ლოჟის მისამართით, არც კულტურის წარმომადგენელს, ანუ არაპოლიტიკოსს უხდება.
დარბაზისკენ იყო რევერანსი საჭირო და არა VIP ლოჟისკენ.
არ მოველოდი. არანაირი პირადი”, – წერს ამირან სალუქვაძე.
ცნობისათვის, რუსეთში დირიჟორ, იური ტემირკანოვის იუბილის აღსანიშნავად, სანკტ-პეტერბურგში გალა-კონცერტი გაიმართა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.
გალა-კონცერტზე, ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძეც წარსდგა, რომელმაც “დაისი” და ღვინოვ კახურო” შეასრულა.
დირიჟორს 10 დეკემბერს 80 წელი შეუსრულდა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 14 აპრილს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, “ერისიონმა” რუსეთში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე მიმდინარეობდა. მაშინ, აღნიშნული კონცერტის გამო, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანსამბლ „ერისიონის“ გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს.

კომენტარები

კომენტარი