მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ რეგიონებისთვის სპეცტექნიკა შეიძინა

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიამ“ რეგიონებში გასანაწილებლად 16 ერთეული სპეცტექნიკა შეიძინა. ნაგვის გადამტანი სპეციალური დანით აღჭურვილი ბულდოზერები “YTO”- ს (მოდელი YD 160), რომელიც კომპანიამ ოფიციალურად გამოცხადებული ტენდერის შედეგად შეარჩია, ფოთის პორტში ჩამოიტვირთა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სპეცტექნიკის მიღებისა და განბაჟების პროცესს თვალყურს ადევნებდნენ შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი გიორგი შუხოშვილი, დირექტორის მოადგილე, ანდრია დვალი და კომპანიის სხვა თანამშრომლები. ახალი ბულდოზერები საქართველოს რეგიონებში არსებული ნაგავსაყრელების ოპერირებისათვის განაწილდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები