გიგლა თამაზაშვილი: გაზგამანაწილებელი ქსელი საფრთხის შემცველი არაა, რეაბილიტაციას სისტემატურად ვახორციელებთ

“ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველის, გიგლა თამაზაშვილის თქმით, კომპანია ბუნებრივი აირის მოძველებული ქსელის რეაბილიტაციას სისტემატურად ახორციელებს. ამის შესახებ თამაზაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, თბილისში ქსელი გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში აშენდა, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ აღნიშნული ქსელი არის საფრთხის შემცველი, იმიტომ რომ „ყასტრანსგაზ-თბილისი“ სისტემატიურად ახორციელებს ქსელის რეაბილიტაციას. მაგალითისთვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესდღეობით მიმდინარეობს ერთ-ერთი ყველაზე მოძველებული ქსელის სრული რეაბილიტაცია, ეს გახლავთ ნაძალადევის რაიონში, დაახლოებით, 35 კილომეტრამდე გაზსადენი იცვლება და მთლიანად ხდება რეაბილიტაცია აღნიშნული უბნების. ეს გახლავთ ურიდიას ქუჩიდან, დაახლოებით, კინო „საქართველომდე“, ძალიან დიდი ტერიტორიაა . იმ შემთხვევაში, თუ ექსპლუატაციის ვადა გასულია, ჩვენი კომპანია სისტემატურად ახორციელებს ქსელების რეაბილიტაციას. 2018 წელში განვახორციელეთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. გვაქვს ბიზნესგეგმა და გვაქვს ახალი ხედვები 2019 წლისთვის და კიდევ იქნება რეაბილიტირებული ბევრი ქსელი” , – განაცხადა თამაზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები