ზაზა პაპუაშვილი: „ნაცები“ რუსეთუმეებს გვეძახიან, თავად კი პუტინის წინაშე მღერიან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თავად ტეხდნენ ამბავს თუ ვინმე რუსეთში წავიდოდა, ახლა კი თავიანთ დაგებულ მახეში გაებნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა პაპუაშვილმა “კვირას“ განუცხადა.
დეპუტატმა შეფასება სანკტ-პეტერბურგში პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით გამართულ გალაკონცერტზე გააკეთა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა.
„მე პირადად – ზაზა პაპუაშვილს არასოდეს, არავინ არ განმიკითხავს, ვინ სად ცხოვრობს, ვის რა ეროვნების ცოლი ჰყავს, რატომ მიდის ამა თუ იმ ქალაქში გასტროლებზე. ეს თემა თავად „ნაცების“ აწეულია, თავად ტეხდნენ ერთ ამბავს თუ ვინმე რუსეთში წავიდოდა. გამოდიან და აქეთ გვეძახიან რუსეთუმეებს, თვითონ კი პუტინის წინაშეც მღერიან, გამოდიან და ა.შ.
ერთი საკითხია, რომ პაატა ბურჭულაძეს არაერთხელ უსახელებია ქვეყანა, მაგრამ კოლაბორაციონისტური ტვინი, მისი უპოზიციობა, უკვე უსამშობლოობაა, მოღალატის ტვინით ცხოვრება ამ შედეგამდე მიიყვანს – მისი ყოფილი თანაგუნდელები ბოლომდე გაწირავენ, ისე აბურთავებენ ჰაერში, ქვემოთ არ დაუშვებენ. კიდევ ერთხელ ვამბობ: რუსეთის თემა ეს არის გამყიდველი ნაციონალ-ბოლშევიკური მოძრაობის თავშესაფარი, იმიტომ რომ მათ ჩააბარეს რუსეთს ყველაფერი და ახლა ერთ ამბავს ტეხენ და ჩვენ გვაბრალებენ რუსეთუმეობას. ეს არის მათი ნარატივი. თავიდან დაგებულ ხაფანგში აღმოჩნდნენ“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
ცნობისათვის, რუსეთში დირიჟორ, იური ტემირკანოვის იუბილის აღსანიშნავად, სანკტ-პეტერბურგში გალა-კონცერტი გაიმართა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.
გალა-კონცერტზე, ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძეც წარსდგა, რომელმაც “დაისი” და ღვინოვ კახურო” შეასრულა.
დირიჟორს 10 დეკემბერს 80 წელი შეუსრულდა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 14 აპრილს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, “ერისიონმა” რუსეთში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე მიმდინარეობდა. მაშინ, აღნიშნული კონცერტის გამო, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანსამბლ „ერისიონის“ გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები