გაიზრდება თუ არა ბუნებრივ აირზე ტარიფი – „ყაზტრანსგაზის“ სპეციალური მმართველის განმარტება

„ყაზტრანსგაზ – თბილისის“ სპეციალური მმართველის, გიგლა თამაზაშვილის თქმით, ამ ეტაპზე კომპანიისთვის უცნობია, გაიზრდება თუ არა ბუნებრივ აირზე ტარიფები, რადგან საქართველოში ტარიფებს საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს.
ამის შესახებ თამაზაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება ტარიფებს, გეტყვით, რომ ტარიფებს საქართველოში ადგენს საქართველოს ენერგეტიკული მარეგულირებელი კომისია და უნდა დაველოდოთ მათ შედეგებს. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, რამდენად იქნება ტარიფის მატება. გავრცელდა ბოლო დროს ინფორმაცია, თუმცა, უნდა დაველოდოთ შედეგებს. წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია, კომისიის წევრებმა უნდა განიხილონ და თვის ბოლოს, როგორც არის ხოლმე ყოველთვის დადგენილი, გამოაცხადებენ ახალ ტარიფს.
ჩვენი პოზიციაა, რომ ტარიფები უნდა იყოს იმასთან ახლოს, რომ ჩვენ შევძლოთ ოპერაციების განხორციელება, დედაქალაქის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგება.
წინასწარ ვერ გეტყვით, ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გეტყვით, რომ ჩვენს ტარიფებს გადაწყვეტს მარეგულირებელი კომისია, სულ რაღაც ორი კვირა დარჩა გამოცხადებამდე”, – განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები