სერგი კაპანაძე: პოლიტიკურად უპასუხისმგებლო საქციელია პაატა ბურჭულაძის მხრიდან

„პოლიტიკურად უპასუხისმგებლო საქციელია პაატა ბურჭულაძის მხრიდან“, – ასე აფასებს პარტია „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო წევრი სერგი კაპანაძე სანკტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილ კონცერტზე პაატა ბურჭულაძის გამოსვლას, რომელსაც ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა.
როგორც „კვირას“ სერგი კაპანაძემ განუცხადა, მისთვის მიუღებელია პაატა ბურჭულაძის საქციელი.
„ჩემთვის სრულიად მიუღებელია და მეტსაც გეტყვით, პოლიტიკურად უპასუხისმგებლო საქციელია პაატა ბურჭულაძის მხრიდან“, – განუცხადა „კვირას“ სერგი კაპანაძემ.
ცნობისათვის, 15 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტზე პაატა ბურჭულაძემ იმღერა. მან ოპერა „დაისიდან“ ცანგალას სიმღერა, „ღვინოვ კახურო“ შეასრულა. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები