დიმიტრი ცქიტიშვილი ოპოზიციის ქმედებებს კლოუნადას უწოდებს – “ცდილობენ დამარცხება ვიღაცას გადააბრალონ”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის ქმედებები კლოუნადაა და ისინი მხოლოდ იმას ცდილობენ, საკუთარი დამარცხება რამენაირად გაამართლონ.
„რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, რაც არსებულ მდგომარეობასთან კავშირში არ არის. პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ და მათ საშუალება ჰქონდათ, პროცესში ჩართულიყვნენ და ქვეყანა 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასულიყო, მაგრამ დღეს რაც ხდება, კლოუნადაა იმის, რომ რამენაირად თავი გაიმართლონ და თავის დამარცხება ვიღაცას გადააბრალონ”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
გაერთიანებული ოპოზიციამ რუსთაველზე 16 დეკემბრის ღამით დაიწყო შეკრება და მასშტაბური საპროტესტო აქციები დააანონსა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები