“ბურჭულაძის, როგორც პოლიტიკოსის ქმედებები ამორალურია, რომელიც სხვებს მორალს უკითხავს”

0

„როგორც ჩანს, არეულია პოლიტიკოსსა და მომღერალს შორის, პოლიტიკოსის ქმედებები ამორალურია, რომელიც სხვებს მორალს უკითხავს”, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი 15 დეკემბერს, სანკტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილ კონცერტზე პაატა ბურჭულაძის გამოსვლას.
როგორც ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პაატა ბურჭულაძე, როგორც მომღერალი სხვადასხვა კონცერტის მონაწილე არაერთხელ ყოფილა და ამ შემთხვევაში განსაკუთრებული კითხვები მის მიმართ არ არის, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი შეზღუდული უნდა იყოს.
„როგორც ჩანს, არეულია პოლიტიკოსსა და მომღერალს შორის. პოლიტიკოსის მხრიდან ეს საქციელი როგორც მინიმუმ უხერხულია. მომღერალი თავის თავზე უფრო აგებს პასუხს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მომღერალს უფრო მეტი სოციალური და საჯარო პასუხისმგებლობა ჰქონდეს. ამ შემთხვევაში ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ პოლიტიკოსის ქმედებები ამორალურია, რომელიც სხვებს მორალს უკითხავს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
15 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტზე პაატა ბურჭულაძემ იმღერა.
მან ოპერა „დაისიდან“ ცანგალას სიმღერა, „ღვინოვ კახურო“ შეასრულა. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი