ზოიძე ბურჭულაძეზე: არსებობს სიტუაციები, როდესაც პასუხისმგებლობები ხელოვან ადამიანებსაც ეკისრებათ

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, რუსეთში, პუტინის წინაშე მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის გამოსვლას აფასებს.
ზოიძე მიიჩნევს, რომ ხელოვანი ადამიანი თავისუფალია, თუმცა არსებობს სიტუაციები, როდესაც გარკვეული პასუხისმგებლობები ხელოვან ადამიანებსაც ეკისრებათ.
„ხელოვანი თავისუფალია, მაგრამ იმ განსაკუთრებულ ვითარებაში, რომელიც ჩვენ გვაქვს, როცა ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ხელოვნებასაც კი გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, ხოლო პოლიტიკოსზე საუბარიც არ არის”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ცნობისათვის, რუსეთში დირიჟორ, იური ტემირკანოვის იუბილის აღსანიშნავად, სანკტ-პეტერბურგში გალა-კონცერტი გაიმართა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.
გალა-კონცერტზე, ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძეც წარსდგა, რომელმაც “დაისი” და ღვინოვ კახურო” შეასრულა.
დირიჟორს 10 დეკემბერს 80 წელი შეუსრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები