ლაშა ჟვანია: კანონი არ დაირღვევა იმ პოლიტიკური ფიგურის ადმინისტრაციაში, რომელიც თავად არის კანონის უზენაესობის გარანტი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას თქმით, კანონი არ დაირღვევა იმ პოლიტიკური ფიგურის ადმინისტრაციაში, რომელიც თავადაა კანონის უზენაესობის გარანტი. მისივე თქმით, პარალელურად სალომე ზურაბიშვილი ადმინისტრაციის საკადრო პოლიტიკაზეც ჩამოყალიბდება.
“რამდენიმე დღეა იმისათვის საჭირო, რომ ყველაფერი დალაგდეს. ათონელის შენობის ორი სართული მთლიანად მოწესრიგებულია. შევხვდები ადმინისტრაციის თანამშრომლებს როგორც სრულად, ასევე ცალ-ცალკე. გარკვეული კომისია, ჯგუფი გვეყოლება, რათა ვნახოთ თითოეული ადამიანის კვალიფიკაცია და შესაბამისად შევაფასოთ. პარალელურად პრეზიდენტი ჩამოყალიბდება თავისი ადმინისტრაციის საკადრო პოლიტიკაზე. კანონის შესაბამისად პირველი იანვრიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაცია 60 საშტატო ერთეულამდე ჩამოვა. ამიტომ, კანონი არ დაირღვევა იმ პოლიტიკური ფიგურის ადმინისტრაციაში, რომელიც თავად არის კანონის უზენაესობის გარანტი. ამ ყველაფერს კი მინიმუმ 2 თვე, 2 თვე-ნახევარი სჭირდება”,-აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები