“ასეთ ვითარებაში, პუტინის წინ სიმღერა ცუდია” – გიგი წერეთელი პაატა ბურჭულაძეზე

0

ეს იქნება პაატა თუ სხვა, ასეთ ვითარებაში, პუტინის წინ სიმღერა ცუდია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„პაატა ბურჭულაძეს ძალიან კარგად ვიცნობ, მასთან ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ეს იქნება პაატა თუ სხვა, ასეთ ვითარებაში, პუტინის წინ სიმღერა ცუდია”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
ცნობისათვის, რუსეთში დირიჟორ, იური ტემირკანოვის იუბილის აღსანიშნავად, სანკტ-პეტერბურგში გალა-კონცერტი გაიმართა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.
გალაკონცერტზე, ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძეც წარსდგა, რომელმაც “დაისი” და ღვინოვ კახურო” შეასრულა.
დირიჟორს 10 დეკემბერს 80 წელი შეუსრულდა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 14 აპრილს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, “ერისიონმა” რუსეთში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე მიმდინარეობდა. მაშინ, აღნიშნული კონცერტის გამო, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანსამბლ „ერისიონის“ გადაწყვეტილება მკვეთრად გააკრიტიკეს.

კომენტარები

კომენტარი