გლდანში წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი აშენდება

გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გულია გოცირიძის შუამდგომლობით, გლდანის ,,ა“ მ/რ-ის ტერიტორიაზე ტაძრის ასაშენებლად მიწა გამოიყო.
ეკლესიისთვის განკუთვნილი ტერიტორია ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულზე აკურთხეს და აქ სამშენებლო სამუშაოები ერთ კვირაში დაიწყება.
ცერემონიას მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, „თბილისზე მზრუნველის“ წოდების მატარებელი თემურ გოცირიძე, სასულიერო პირები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.
უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტაძარი წმინდა მოწამე ქალწულ ბარბარეს სახელობის იქნება.
მშენებლობის ინიციატორები მამა დავითი და მამა ზაზა მსახურებას ახალ ტაძარში გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები