პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად, ლაშა ჟვანია დაინიშნა, დიმიტრი გაბუნია კი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გახდა

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად, ხოლო დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად ოფიციალურად დაინიშნნენ, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ათონელის სასახლეში განუცხადა.
„გუშინ დავნიშნე ოფიციალურად ლაშა ჟვანია, როგორც ადმინისტრაციის უფროსი და ამ დილით, დიმიტრი გაბუნია, როგორც ჩემი საპარლამენტო მდივანი, რამეთუ პარლამენტთან უკვე არის ძალიან ბევრი საქმე”, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, პრესასთან ურთიერთობის კუთხით მუშაობას ნათია პავლიაშვილი გააგრძელებს, ამასთან იგეგმება პიარის ჯგუფის გაძლიერდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები