თბილისის ზოოპარკში ხოხობმა იხვის ჭუკები გამოჩეკა (ვიდეო)

უცნაური შემთხვევა თბილისის ზოოპარკში. ხოხობმა იხვს შვილები დაბადებამდე წაართვა და მათზე მზუნველობა საკუთარ თავზე აიღო. იხვები და ხოხბები ზოოპარკში ერთ ვოლიერში ცხოვრობენ. რამდენიმე დღის წინ იხვებმა კვერცხები დადეს. ხოხობს დედობა მოუნდა… დიდხანს აღარ უფიქრია, გაკრუხდა და პირდაპირ იხვის კვერცხებზე მოკალათდა გამოსაჩეკად. კვერცხების ნამდვილი პატრონი იხვები ხოხობმა ახლოს აღარ მიაკარა ბუდეს, კვერცხები დაისაკუთრა და მითვისებული ჭუკები გამოჩეკა. ხოხობი ჭუკების დედა გახდა და მათი „აღზრდაც“ ითავა – მწყემსავს, ასეირნებს, წვიმის დროს ფრთების ქვეშ მალავს და ათბობს. შვილებწართმეულმა იხვებმა ახალი კვერცხები დადეს და ჭუკები მალე გამოიჩეკებიან.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=RE810wsBzNM&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები