“გუშინდელი ფიასკოს შემდეგ „ნაცმოძრაობის“ მიზანი იქნება, მის მომხრეებში როგორმე არ ჩააქროს საპროტესტო მუხტი“

ვიწრო პარტიულმა ინტერესებმა გადასწონა სახელმწიფოებრივი ინტერესი , – ასე აფასებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მხარდამჭრების გუშინდელ აქციას.
ანჯაფარიძის თქმით, აქციის მიზანი ინაუგურაციის ჩაშლა იყო.
„ეს საპროტესტო აქციები, მგონი, არავისთვის მოულოდნელობას არ წარმოადგენდა, ეს პრინციპში დაანონსებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პარტიების ლიდერები აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი არ იყო ინაუგურაციისთვის ხელის შეშლა, მე ვფიქრობ, გუშინდელმა სცენარმა, რითაც მოქმედებდნენ ისინი, ცოტა ვინმეს თუ დაუტოვებდა ეჭვს, რომ რეალურად აქციის მიზანი იყო სწორედ ინაუგურაციის ჩაშლა, უკიდირეს შემთხვევაში, მისთვის ჩრდილის მიყენება, დაკნინება . მოგეხსენებათ, რომ თელავში პროვოკაციების, რაღაც მასშტაბური აქციების გამართვა, როდესაც იქ ესწრებოდა150 ქვეყნის ჩამოსული სტუმარი, ბუნებრივია, შელახავდა სახელმწიფოს იმიჯს, საერთაშორისო აუდიტორიაში შექმნიდა იმის განცდას, რომ საქართველო არის არშემდგარი სახელმწიფო .
მე ვფიქრობ, რომ ვიწრო პარტიულმა ინტერესებმა გადასწონა სახელმწიფოებრივი ინტერესი და ვერ გააცნობიერეს, რომ ამით მარტო „ქართულ ოცნებას“ კი მიაყენებდნენ ზარალს , ზიანს მიაყენებდნენ სახელმწიფო იმიჯს და პრესტიჟს. ხელისუფლება მაინც ინფორმირებული იყო მათი გეგმების თაობაზე და მიიღეს ის პრევენციული ზომები, რამაც შეუძლებელი გახადა მათი ჩანაფიქრის განხორციელებ.ა რაც შეეხება მიიღებს თუ არა აქციები პერნამენტულ სახეს , მე ვფიქრობ რომ ეს აქციები უფრო მცირე მასშტაბით შეიძლება გაგრძელდეს , გუშინდელი ფიასკოს შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანი იქნება ის, რომ მის მომხრეებში როგორმე არ ჩააქროს ეს საპროტესტო მუხტი , როგორმე შეინარჩუნოს გაზაფხულამდე, რომ მერე დაიწყოს უფრო მასშტაბური აქციები”- განაცხადა ანჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები