„აქციები არ შეწყდება არც ერთი დღე“ – ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს აანონსებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ხვალიდან ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს იწყებს.
ვაშაძის თქმით, რა სახის აქციები იქნება ეს მხარდამჭერებს საღამოს შეატყობინებენ
„ჩვენ ხვალიდან უკვე ვიწყებთ აქციებს. აქციები არ შეწყდება არც ერთი დღე. ახლა არ მკითხოთ, რა აქციები იქნება, ამას ჩვენ მხარდამჭერებს შევატყობინებთ დღეს საღამოს. ხვალ ჩვენ ვიწყებთ შეუწყვეტელ აქციებს, რომელიც იქნება მშვიდობიანი, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში”, – განაცხადა ვაშაძემ.
ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია: უმოკლეს ვადებში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სიით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები