„გირჩი“ თელავში დაგეგმილ აქციას არ უერთდება

„გირჩი“ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თელავში ხვალ დაგეგმილ აქციას არ ერთდება. ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, შეკრებისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება ყველას აქვს, თუმცა აქცია დესტაბილიზაციის მცდელობაში არ უნდა გადაიზარდოს.
„ჩვენი პოლიტიკური პარტია არ უერთდება ამ აქციას. ოპოზიციას კი შეკრებისა და გამოხატვის უფლება აქვს. ვიმედოვნებ, აქციის მიზანი დაპირისპირება არ არის“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან, ჯაფარიძე განმარტავს, რომ პირველი პირის ადმინისტრაცია არა თბილისში, არამედ ქუთაისში უნდა იყოს.
„რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლეს, ვფიქრობთ, რომ ავლაბრის სასახლე საერთოდ უნდა გაიყიდოს. ჩემი აზრით, პრეზიდენტის სასახლე ქუთაისში უნდა იყოს“, – განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.
თელავში ხვალ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ამავე დღეს, თელავში, გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები