თეა წულუკიანი ოპოზიციის დაგეგმილ აქციაზე: გამოხატვის თავისუფლება მთავარია, მაგრამ საზოგადოებრივი წესრიგი არ უნდა დაირღვეს

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, შს სამინისტრო მთავრობასთან ერთად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ინაუგურაციამ საკადრისად ჩაიაროს.
პარალელურად ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, წულუკიანმა აღნიშნა, რომ გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ საზოგადოებრივი წესრიგი არ უნდა დაირღვეს.
„ყოველთვის სჯობს, რომ შიდა კანონი იყოს დაცული, მაგრამ თუ იქნება არასანქცირებული შეკრება, მაშინ მიუხედავად ამ ფორმისა, გამოხატვის თავისუფლება ამ შემთხვევაშიც არის მთავარი. მას აქვს ზღვარი და ზღვარი გადის იქ, რომ არ უნდა დაირღვეს საზოგადოებრივი წესრიგი. ეს აქცია უნდა იყოს მშვიდობიანი. ამას ითხოვს ასევე ევროპული სტანდარტი. ჩვენ ვიცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავრობასთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა ექსცესები არ იყოს დაშვებული და ისეთი ინაუგურაცია ჩავატაროთ, როგორც ეკადრება ჩვენს სახელმწიფოს და ქვეყანას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება. ამასთან, ამავე დღეს თელავში „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაც არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები