თეა წულუკიანი: ევროსასამართლოს გადაწყვეტილება კარგი ამბავია, ეს მომავალში დაგვეხმარება, რომ სიმართლემ იზეიმოს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლითაც დაუშვებლად გამოცხადდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ფაქტებით დამტკიცდეს, თუ რა მოხდა აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე.
„სტრასბურგის სასამართლო პრეცედენტული სასამართლოა და თავის პრეცედენტს ეყრდნობა, როდესაც ახალშემოსულ საქმეს იხილავს. ეს ნიშნავს, რომ ამ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები მომავალშიც დაგვეხმარება, რომ იზეიმოს სიმართლემ. სიმართლე არის ის, რომ ამ ომის დროს ქართველთა ეთნიკური წმენდა ჩატარდა და არა პირიქით. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ფაქტებით დავამტკიცოთ, თუ რა მოხდა აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე. როდესაც ქართული სოფლები დაიცალა, ჩვენ მივიღეთ უფრო მეტი დევნილი, ჩვენი ტყვეები შეიპყრეს, აწამეს და რამდენიმე მათგანი მოკლეს კიდეც. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, არის კარგი ამბავი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები