აკაკი ზოიძე: დავიწყოთ 1993 წლის ხელშეკრულების დენონსირების პროცესი

მე გთხოვდით, იქნებ შევძლოთ და დავიწყოთ ამ ხელშეკრულების დენონსირების პროცესი, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის განცხადებას.
„გუშინ გავრცელდა მორიგი პოლიტიკური ცინიზმით აღსავსე, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელის, მედოევის განცხადება, თითქოს, ქართველები არიან მოვალე, რომ რეაბილიტაციაში მიეღოთ მონაწილეობა. არც ვიცი, მისი თანამდებობა, რადგან რა თანამდებობა უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას, რომელიც ეთნიკური წმენდის შედეგად არის ჩამოყალიბებული. იყო 93 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ჩვენ მოვალე ვართ, უფასო მკურნალობა ჩავუტაროთ ჩვენს ოს მოქალაქეებს და კიდევ ვალი გვაქვს თურმე ე.წ. სამხრეთ ოსეთის, რომ რეაბილიტაციაში და კორუფციული რეჟიმის კეთილმოწყობაში მივიღოთ მონაწილეობა. მე გთხოვდით, იქნებ შევძლოთ და დავიწყოთ ამ ხელშეკრულების დენონსირების პროცესი“, – განაცხადა ზოიძემ.
1993 წლის 14 სექტემბერს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მთავრობებს შორის ხელმოწერილ იქნა შეთანხმება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის დაზარალებულ რაიონებში ეკონომიკის აღდგენის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები