კურორტი გოდერძი ზამთრის სეზონს ახალი საიმიჯო ვიდეორგოლით ხვდება

ზამთრის ტურისტულის სეზონის გახსნას სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ ახალი ვიდეორგოლით შეხვდება.
„როცა მთები გიხმობენ წადი იმ მხარეში სადაც წელიწადის ნახევარი თოვლიანია“ – ამ სიტყვებით იწყება ვიდეოკლიპი, რომელშიც სრულადაა წარმოჩენილი კურორტის ბუნებრივი სილამაზე თავისი ავთენტური გარემოთი და ტურისტული პოტენციალით.
საიმიჯო კლიპი კურორტის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მოამზადა და უკვე ჩაუშვა სოციალურ ქსელებსა და საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე. კურორტზე ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნა 22 დეკემბერს იგეგმება.
„ჩვენთვის უმთავრესი იყო ვიდეორგოლს გადმოეცა ძველისა და ახლის სინთეზი. ტრადიციებისა და თანამედროვეობის თანაცხოვრების მაგალითი. ეს არის ის ემოცია, რომელიც ყველაზე ხშირად რჩებათ კურორტ გოდერძის სტუმრებსა და ტურისტებს. ვიდეორგოლი რამდენიმე ენაზეა, მათ შორის ინგლისურად და გერმანულად. ჩვენ ცნობადობის გაზრდისა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირებისთვის ბუნებრივია, უკვე ვახდენთ ჩვენი ტურისტული პროდუქტების რეკლამირებას სოციალური მედიითა და სხვა სარეკლამო არხებით საერთაშორისო მედიაში. გოდერძის პოპულარიზაციაც ამ კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია. ზოგადად, გოდერძი, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტი, არის ახალი ეკონომიკური დღის წესრიგის შემქმნელი მაღალმთიანი აჭარისთვის და ჩვენს სტრატეგიაში, აჭარა ოთხივე სეზონზე იყოს მიმზიდველი ტურისტებისთვის, ცენტრალური როლი აქვს“,- განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლოტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები