ირაკლი კობახიძე: ყალიბდება სამთავრობო საბჭო, რომელიც დაკავებული იქნება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით – ეს მოდელი ყველაზე მეტად თავსებადია საპარლამენტო მმართველობის ფორმასთან

„ყალიბდება ახალი საბჭო, სამთავრობო საბჭო, რომელიც დაკავებული იქნება სწორედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით და ეს იქნება ის მოდელი, რომელიც ყველაზე მეტად არის თავსებადი საპარლამენტო მმართველობის ფორმასთან”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო სისტემაში უშიშროების საბჭო, არსებული სახით იყო ნონსენსი და არ იყო თავსებადი სისტემასთან.
„აქედან გამომდინარე ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ საჭირო იყო გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები ხელისუფლების სისტემაში. ამას ემსახურება ის კანონპროექტი, რომელიც არის, როგორც ვიცი, უკვე ინიცირებული საქართველოს მთავრობის მხრიდან. ყალიბდება ახალი საბჭო, სამთავრობო საბჭო, რომელიც დაკავებული იქნება სწორედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით და ეს იქნება ის მოდელი, რომელიც ყველაზე მეტად არის თავსებადი საპარლამენტო მმართველობის ფორმასთან. ჩვენ ავიღეთ საუკეთესო გამოცდილება, რომელიც არის დაკავშირებული საპარლამენტო მმართველობასთან და ზუსტად ამას ეფუძნება ის პროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი და ინიცირებული პარლამენტში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები