საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი და მსოფლიოს 55 -მდე ქვეყნის 150 წარმომადგენელი დაესწრება

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლას სარკოზი და მსოფლიოს 55 -მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი დაესწრება.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს ეწვევიან მაღალი რანგის სტუმრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან და 16 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
“ეს არ გახლავთ საბოლოო მონაცემები, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა მეგობარ სახელმწიფოებთან. დღვანდელი მონაცემებით ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრება: სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი (2007-2012 წწ) ნიკოლა სარკოზი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სენატის წევრი, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი, სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი, ლიეტუვას სეიმის სპიკერი, პოლონეთის სენატის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, მინისტრი, მოლდოვას ვიცე პრემიერ-მინისტრი, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი, გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებისა და გარემოს მინისტრი, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისრაელის კნესეტის (პარლამენტი) ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სუამის გენერალური მდივანი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აშშ-დან USAID-ის წარმომადგენელი, წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი, არქიბიშოპი. ამასთან, საქართველო მადლობას უხდის ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს საქართველოში სტუმრობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მაღალი წარმომადგენლობა მიუთითებს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო თანამეგობრობაში და გამოხატავს ორმხრივ მზაობას მომავალშიც აქტიურად ვითანამსრომლოთ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. ინაუგურაციის ღონისძიების ფარგლებში საქართვეში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართავენ სამუშაო შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან”, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები