თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას ნიკოლა სარკოზი დაესწრება
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.