ირაკლი კობახიძე: 2008 წელს აგრესორი იყო რუსეთი და ზუსტად ამას ასახავს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ 2008 წელს, ამ ომში აგრესორი იყო რუსეთის ფედერაცია და ზუსტად ამას ასახავს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ზოგადად ეფუძნება იმ რეალობას, რომელიც იყო 2008 წელს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ომში აგრესორი იყო რუსეთის ფედერაცია და ზუსტად ამას ასახავს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა ამ გადაწყვეტილებას სჭირდებოდა ძალისხმევა ქართული მხრიდან, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან და ზუსტად ამის შედეგია ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის,სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები