ცესკოს შემაჯამებელი სხდომა “ნაცმოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ცესკოს შემაჯამებელი სხდომა “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის “ევროპული საქართველოდან” დავით გურგენიძის განცხადებით, შემაჯებელ ოქმში ასახული მონაცემები ქართველი ამომრჩევლის რეალურ ნებას არ ასახავს.
“თითქმის ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებში აღნიშნულია მრავალი დარღვევა, რომლებიც დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ამ არჩევნებზე – ადმინისტრაცული რესურსის დიდი მასშტაბით გამოყენება, ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის ფაქტები, ფიზიკური ანგარიშსწორებების ფაქტები”, – განაცხადა გურგენიძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” დავით კირთაძემ აღნიშნა, რომ ცესკოში წარმოდგენილი ოქმი, რომელსაც თავმჯდომარე და მდივანი ხელს აწერენ არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც საარჩევნო პროცესში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები