ირაკლი კობახიძე: ვფიქრობ, ეთიკის კოდექსის ამოქმედებით საქართველოს პარლამენტში უკეთეს სურათს მივიღებთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოში ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ეთიკის კოდექსის ამოქმედებით საქართველოს პარლამენტი უკეთეს სურათს მიიღებს.
კობახიძის თქმით, პარლამენტარიზმის ისტორიაში, არამარტო საქართველოში, ფიზიკური დაპირისპირება უჩვეულო მოვლენა არ არის, თუმცა როგორც კობახიძე ამბობს, მათი ამოცანაა, ეს რისკი მინიმუმამდე დაიყვანონ.
„სამწუხაროდ, ჩვენ არაერთი არაეთიკური ქცევა ვიხილეთ საქართველოს პარლამენტში, როგორც ამ მოწვევაში, ასევე წინა მოწვევებში. ეს არ არის, ზოგადად, უჩვეულო მოვლენა პარლამენტარიზმში. არა მარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ხდება ეს ყველაფერი. თუმცა, ჩვენი ამოცანაა, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ამის რისკი. ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომლებიც ამ კუთხით შევიდა რეგლამენტში, მათ შორის, ამას უკავშირდება ეთიკის კოდექსის ამოქმედება და ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები უზრუნველყოფს უკეთესი სურათის მიღებას საქართველოს პარლამენტში. ეს არის ჩვენი ამოცანა, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებლები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები