ირაკლი კობახიძე: შეიძლება იყოს გარკვეული პროვოკაციები, თუმცა ამას შევხვდებით სათანადოდ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ინაუგურაციის დღეს შესაძლოა იყოს პროვოკაციები, თუმცა ამისთვის მზად არიან.
“შეიძლება იყოს გარკვეული პროვოკაციები, თუმცა ამას შევხვდებით სათანადოდ, ისე, როგორც საჭიროა და იმ სტილით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, რაიმე პრობლემას არ ველოდები თელავში”, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ათონელის რეზიდენცია სათანადო დროს მზად იქნება პრეზიდენტისთვის გადასაცემად.
„მთავრობის ადმინისტრაცია მუშაობს და დარწმუნებული ვარ, რომ სათანადო დროს იქნება უზრუნველყოფილი სასახლის გადაცემა პრეზიდენტისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
​საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები