გია ვოლსკი: ნიკა მელიამ რამდენი რამდენი ბრიფინგიც არ უნდა გამართოს, არჩევნების ლეგიტიმურ შედეგებს ვერ შეცვლის

რამდენი ბრიფინგიც არ უნდა გამართოს, ასეთი ფაბრიკაციები არჩევნების ლეგიტიმურ შედეგებს ვერ შეცვლის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციურ პარტიაზე და მის ერთ-ერთ ლიდერზე საუბრისას განაცხადა.
ვოლსკის თქმით, საზოგადოებამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გააკეთა პრინციპული არჩევნები და ნიკა მელიას ბრიფინგებს ამ ფაქტის შეცვლა არ შეუძლია.
„ეს იყო პრინციპული არჩევანი, რომლის შეცლა ნიკა მელიას ბრიფინგებს არ შეუძლია. ნიკა მელიას მეგობრებმა გამოაქვეყნეს და პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ვითომ სკანდალური ბრიფინგი ჩაატარეს, საბოლოო ჯამში რა დავინახეთ? საზოგადოებას პირადობის მოწმობები გაყალბების მექანიზმად მიყიდეს, მაგრამ ეს არავინ დაიჯერა. საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ მოწმობები მათი ხელისუფლების დროს მოქალაქეებმა, ან მათმა ოჯახებმა მედიასაშუალებებს ჩააბარეს ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად. რამდენი ბრიფინგიც არ უნდა გამართოს, ასეთი ფაბრიკაციები არჩევნების ლეგიტიმურ შედეგებს ვერ შეცვლის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები