სემეკი: კომპანიების მიერ მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ დარიცხულმა თანხამ 146 349.73 ლარი შეადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა წყალმომარაგების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისათვის მედიაკლუბი ჩამოაყალიბა. სემეკის ცნობით, კლუბის ფარგლებში სისტემატურად მოხდება მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა. შეხვედრების თემატიკა მონაწილე ჟურნალისტებთან ერთად იგეგმება. მათივე განმარტებით, “მედიაკლუბის” ფარგლებში გუშინ რიგით შეხვედრა გამართა, სადაც კომისიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან ელექტროენერგეტიკის სექტორში კომერციული მომსახურების ხარისხის შესახებ ისაუბრეს და მათ კომისიაში შემოსული მოქალაქეთა საჩივრების რაოდენობა და მათი განხილვის სპეციფიკა გააცნეს.
“იქიდან გამომდინარე, რომ საგრძნობლადაა გაზრდილი მოქალაქეებსა და გამანაწილებელ კომპანიებს შორის არსებული დავების რაოდენობა, კომისიაში, მიმდინარე წლის მარტის თვეში შეიქმნა მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტი, რომელიც უშუალოდ მუშაობს აღნიშნული საკითხების მოწესრიგებაზე. სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის მონაცემებით, მიმდინარე წლის 12 მარტიდან 30 აპრილამდე დეპარტამენტში შესული მოქალაქეთა განცხადება/საჩივრების რაოდენობამ 342 შეადგინა. აქედან, ბუნებრივ გაზზე იყო 143; ელექტროენერგიაზე – 137; სასმელ წყალსა და წყალანირებაზე – 62.
კომპანიების მიერ მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების მთლიანმა რაოდენობამ მიმდინარე წლის 12 მარტიდან 30 აპრილამდე შეადგინა 146 349.73 ლარი”, – აცხადებენ სემეკში.
როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, ხანდაზმული დავალიანებების თემატიკა კვლავ აქტუალური რჩება.
“12 მარტიდან 30 აპრილამდე იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მიმართეს სემეკს, სულ ჩამოეწერათ 11594.94 ლარი. აქედან ელექტროენერგიასთან დაკავშირებით – 6453.96 ლარი, ხოლო სასმელ წყალთან დაკავშირებით – 5252.2 ლარი. 12 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით კომპანიების მიმართ სემეკში შესული მოქალაქეთა განცხადება/საჩივრების რაოდენობა ასე გამოიყურება: 1. სს “თელასის” მიმართ – 109 განცხადება/საჩივარი; 2. სს “ენერგო პრო ჯორჯიას” მიმართ – 32 განცხადება/საჩივარი; 3. შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიმართ – 52 განცხადება/საჩივარი; 4. შპს “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” მიმართ – 7 განცხადება/საჩივარი; 5. შპს “ყაზტრანსგაზ – თბილისის” მიმართ – 135 განცხადება/საჩივარი. 6. შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” მიმართ – 7 განცხადება/საჩივარი; 7. სს “საქორგგაზის” მიმართ – 6 განცხადება/საჩივარი”, – განმარტავენ სემეკში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები