ირაკლი ბერაია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შსს-ს შემადგენლობაში გაერთიანება – წინგადადგმული ნაბიჯია

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ბერაიამ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შსს-ს შემადგენლობაში გაერთიანების საკითხი განმარტა.
მისი თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შსს-ს შემადგენლობაში გაერთიანება წარმოადგენს ერთის მხრივ, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სისტემის სწორად ჩამოყალიბებას და მეორეს მხრივ შსს-ს სისტემური განახლების მნიშვნელოვან ნაწილს.
“საგანგებო სიტუაციები გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივი ფაქტორები, ასევე ადამიანური შეცდომა და კრიმინალური ქმედებები. შესაბამისად საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი მართვა მოიცავს ისეთ ელემენტებს როგორიცაა პრევენცია, გამოვლენა, მზადყოფნა და რეაგირება, რაც მოითხოვს სხვადასხვა სამსახურებს შორის კოორდინირებულ ღონისძიებებს. შსს-ს შემადგენლობაში გაერთიენებულია სწორედ ის დანაყოფები, რომლებიც ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის ყველა ელემენტის განხორციელებაში, მათ შორის ისეთები როგორებიცაა 112, საპატრულო პოლიცია, საექსპერტო კრიმინალისტიკური დანაყოფი, საგამოძიებო სამსახურები და ა.შ. საგანგებო სიტუაციებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის ასევე აუცილებელია შესაბამისი თეორიული ცოდნა, პრაქტიკული უნარჩვევები და ამ მიზნით თანამშრომელთა მუდმივი გადამზადება. შსს-ს აკადემიაც უდიდესი რესურსია ამ კუთხით. გარდა ამისა, შსს-ში მიმდინარე სისტემური განახლების ფარგლებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც დაექვემდებარება რეფორმირებას მისი ეფექტიანობის ამაღლების და რესურსების ოპტიმიზაციის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ სისტემური განახლების რეფორმების ფარგლებში როგორც პოლიციელებს ასევე მეხანძრეებს, ხელფასები უკვე მოემატათ და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. ამრიგად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შსს-ს სისტემაში ინტეგრაცია, ერთი ქოლგის ქვეშ მოაქცევს საგანგებო სიტუაციების მართვაში ჩართულ სამსახურებს და მნიშნვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია მართვის სისტემის ერთიანი და კოორდინირებული ორგანიზებისთვის“, – განაცხადა ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები