საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისსა და კახეთის რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“-ის ფირმის 3 451 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო თამბაქოს ნაწარმის საერთო საბაზრო ღირებულება 18 000 ლარს აღემატება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები