ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საათი” გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით, კამპანია „ბაღის ფრინველთა საათი” განხორციელდა, რომლის დროსაც სკოლის მოსწავლეები აკვირდებიან და აღრიცხავენ ფრინველებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ,,ბაღის ფრინველთა საათი” გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო კამპანიაა საქართველოში ფართოდ გავრცელებული ბაღის ფრინველების შესახებ. მისი ძირითადი მიზანია, ახალგაზრდა თაობებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და გარემომცველი ბუნების მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდა, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი ქცევის შეფასება და უკეთესობისაკენ შეცვლა, შედეგად კი ბუნების ქომაგებად ჩამოყალიბდნენ. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებას, ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებასა და ქვეყნის წინსვლას მდგრადი განვითარების პრინციპებით.

კამპანია ,,ბაღის ფრინველთა საათი”, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ყოველი წლის 22 მაისს იმართება და ამ თარიღის პოპულარიზაციასაც ემსახურება. კამპანიისადმი ინტერესი დიდია, რასაც მონაწილე მოსწავლეთა და პედაგოგთა მზარდი რაოდენობაც მოწმობს. 5 წლის მანძილზე კამპანიაში საქართველოს 700 -მდე სკოლის 7000 მოსწავლე მონაწილეობდა. „ბაღის ფრინველთა საათი” უკვე მეექვსე წელია ტარდება და ხელს უწყობს ახალგაზრდების ბუნებასთან დაახლოებას და მათი ცნობიერების ამაღლებას ბიომრავალფეროვნების საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები