რომან გოცირიძე: ნიკა მელიას ქალბატონი თავს დაესხა, კიდევ კარგი, საათი ესროლა და არა ქოში

0

„ნიკა მელიას ერთი დეპუტატი ფინიასავით შეუჩნდა, მეორე უკან ტურასავით მიეპარა, ადამიანი გამოდის და არ აცდიან – ერთი უყვირის, მეორე უბრახუნებს”, – ასე შეაფასა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ გუშინ სხდომათა დარბაზში მომხდარი დაპირისპირება.
გოცირიძის თქმით, სამარცხვინოა რომ საკანონმდებლო ორგანოში პროვოკაციებს აქვს ადგილი.
„ყველა კონფლიქტი რაც მოხდა, „ქართული ოცნების” ბრალი იყო. გუშინ ნიკა მელიას გამოსვლა მკაცრ, პრინციპულ, ხმამაღალ ტონალობაში იყო. პარლამენტი ამ მიმართულებით არაფერს ზღუდავს. ერთი დეპუტატი ფინიასავით შეუჩნდა, მეორე უკან ტურასავით მოეპარა და ხედავდით, ბრჭყალების ჩავლება როგორ უნდოდა და ვერ მოახერხა. თუ ჩანაწერებს ნახავთ, ნიკა მელია არის „ქართული ოცნების“ თავდასხმის მსხვერპლი. ადამიანი გამოდის და არ აცდიან. ერთი უყვირის, მეორე უბრახუნებს. საბოლოო ჯამში, ქალბატონი თავს დაესხა და კიდევ კარგი, საათი ესროლა და არა – ქოში. მეორე დეპუტატი, რომელსაც თავი გმირი ჰგონია და მარჯანიშვილზე ამაყობს ქუჩაში დგომით, უკნიდან მიეპარა, როგორც ლომს მიეპარებიან ხოლმე ტურები“, -განაცხადა რომან გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი