დავით მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: ეს არის ის დაჯგუფება, ვის მიმართაც საზოგადოებას საერთოდ არ გააჩნია ნდობა
“ეს არის ის დაჯგუფება, ვის მიმართაც საზოგადოებას საერთოდ არ გააჩნია ნდობა. სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რაც მეათედ შექმნილ „ფანჩატურში“ ხდება და რომელიც მათ თავზე ენგრევათ”,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციურ გაერთიანებას ისეთივე ფიასკო ელის, როგორც ეს წინა შემთხვევებში იყო.
„სრული უნიათობა შეგვიძლია ერთი სიტყვით ვუწოდოთ იმას, რაც ხდება დღეს რადიკალურ ოპოზიციაში. ეს არის ის დაჯგუფება ადამიანების, ვის მიმართაც საზოგადოებას საერთოდ არ გააჩნია ნდობა. სწორედ ეს არის პლაცდარმი, საფუძველი იმისა, რაც რეალურად მეათედ შექმნილ „ფანჩატურში“ ხდება და რომელიც მათ თავზე ენგრევათ. თითს იშვერენ ერთმანეთის მიმართ. აბრალებენ საკუთარ უნიათობას. პოლიტიკური მდგენელის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი არის ჩვენი საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა. უამრავ სისაძაგლეს სჩადიოდნენ საკუთარი ერის მიმართ. როგორ წარმოგიდგენიათ, მათ საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს. ამიტომაც ბუნებრივია, რომ ეს კიდევ ერთი უშედეგო მცდელობა ფიასკოთი დასრულდება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.